სერჟ სარგსიანი - ილჰამ ალიევის განცხადება მტკიცებულებაა, რამდენად შორსაა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისგან
სერჟ სარგსიანი - ილჰამ ალიევის განცხადება მტკიცებულებაა, რამდენად შორსაა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისგან

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება არის მტკიცებულება, რამდენად შორსაა ბაქო ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისგან – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სერჟ სარგსიანმა შეხვედრაზე ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

8 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკური და სტრატეგიული ამოცანა ერევნის დაბრუნებაა, რომელიც აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა. ალიევის განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.