სერბული მედიის ინფორმაციით, კოსოვოში სროლის შედეგად სულ მცირე ორი სერბი დაიჭრა
კოსოვოში სროლის შედეგად სულ მცირე ორი სერბი დაიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო „ტანჯუგი“ ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტები აცხადებენ სროლა კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე საათს გაგრძელდა. მათივე ცნობით, ორმხრივი სროლა კოსკოვოს სპეცრაზმის წევრებსა და დაუდგენელ პირთა ჯგუფის წევრებს შორის მიმდინარეოებდა.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სერბებმა ბარიკადების აგება დაიწყეს, რომლებიც კოსოვოს სპეცრაზმმა დაანგრია.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტი. ალექსნდრ ვუჩიჩმა სერბეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა. მისი განკარგულებით იმართება სერბეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა.
როგორც სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ბელგრადი კოსოვოში მცხოვრებ სერბებს დაიცავს.
„სერბეთის რეაქცია იქნება თავშეკავებული, მშვიდი, მაგრამ ჩვენ დავიცვათ ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვაში.
სერბეთის ლიდერი აცხადებს, რომ კოსოვოს სპეცრაზმი 26 სერბი პოლიციელისა და 15 მოქალაქის დაკავებას შეეცადა. ვუჩიჩის თქმით, მათი დაკავების საბაბად კოსოვოში აღნიშნული პირების კორუფციაში ჩართულობა დაასახელეს.