სერბეთში სტუდენტებმა 24-საათიანი აქცია გამართეს და დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს
სერბეთში ხელისუფლების წინააღმდეგ სტუდენტებმა 24-საათიანი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. მოგვიანებით სტუდენტებს ფერმერებიც შეუერთდნენ.
მოქალაქეები მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ პირველ ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რა დროსაც ახალგარემონტებულ სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და 15 ადამიანი იმსხვერპლა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იქნა აგებული. ისინი მოითხოვენ სწრაფ გამოძიებას და მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.
მმართველი კოალიცია ბრალდებას უარყოფს. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კი განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.