სერბეთში შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს
სერბეთში შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

სერბეთში შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა მოძრავი მანქანიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.