სერბეთში ორი დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უფასოდ გაუკეთებენ
სერბეთში ორი დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უფასოდ გაუკეთებენ. ხელისუფლების შეთავაზება 28-29 მარტს მოქმედებს.
ამ ინიციატივის ფარგლებში, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაიკეთა მეზობელი მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბოსნიის ათასობით მოქალაქემ.
ამ შეთავაზების გამო, სერბეთის სასაზღვრო პუნქტებზე გრძელი რიგებია. რიგებია ასევე ბელგრადის ბაზარზე, სადაც ვაქცინაციის პუნქტებია განთავსებული. სულ ბელგრადში აცრაზე დაახლოებით 10 ათასი უცხოელი ჩავიდა.
სერბეთში, შვიდი მილიონი მოქალაქიდან, ვაქცინა უკვე გაიკეთა ორმა მილიონმა. სერბეთი იმუნიზაციის ტემპით უსწრებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და რუსეთსაც.
სერბეთში ხელმისაწვდომია ოთხი ვაქცინა. ესენია: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, რუსული „სპუტნიკი“ და ჩინური „სინოფარმი“.