სერბეთმა შეირაღებული ძალები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ კოსოვოს პოლიცია სერბებით დასახლებულ რაიონებში შეივიდა და რამდენიმე ადამიანი დააპატიმრა.
მომხდართან დაკავშირებით სერბეთის პოლიციამ შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა.
პრიშტინაში კოსოვოს პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შესახებ ინფრომაცია ჯერ არ გავრცელებულა.