სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა
ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ.