სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები მოლაპარაკებებისთვის თეთრ სახლში 4 სექტემბერს მიიწვიეს
სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები მოლაპარაკებებისთვის თეთრ სახლში 4 სექტემბერს მიიწვიეს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა მიწვევა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ავდულაჰ ჰოტის გაუგზავნა.
თავდაპირველად შეხვედრა 2 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული მიზეზების გამო ორი დღით გადაიდო.
„მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური საკითხების წინსვლა, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნა და დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, პირველი ნაბიჯია სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის, – ამბობენ თეთრ სახლში.
მიმდინარე კვირას ვუჩიჩმა კოსოვოს ლიდერებს ურჩია, რომ არ დახარჯონ ფული ვაშინგტონის გზაზე, რადგან სერბეთი არ აპირებს თვითგამოცხადებული სუბიექტის დამოუკიდებლობის აღიარებას აშშ-ში დაგეგმილ მომავალ მოლაპარაკებებში.