სერბეთისა და კოსოვის ლიდერები ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ
სერბეთისა და კოსოვის ლიდერები ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ

სერბეთისა და კოსოვის ლიდერები თეთრ სახლში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ გვერდზე კოსოვოს ლიდერმა, ჰაშიმ ტაჩიმ გაავრცელა.

„ახლახანს დასრულდა შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან თეთრ სახლში, რომელიც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, რიჩარდ გრენელისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის, რობერტ ობრაიენის ინიციატივით შედგა. კოსოვო აშშ-ის მადლიერია მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საბოლოო შეთანხმებაზე და ურთიერთაღიარებაზე“, – წერს ჰაშიმ ტაჩი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა გააფორმეს შეთანხმება, რომელიც საჰარეო მიმოსვლის აღდგენასა და სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას ეხება.