სერბეთის თავდაცვის მინისტრს, ალექსანდარ ვულინს კორონავირუსი დაუდასტურდა
სერბეთის თავდაცვის მინისტრს, ალექსანდარ ვულინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრს სიმპტომები არ აღენიშნება და მოვალეობის შესრულებას თვითიზოლაციის რეჟიმში გააგრძელებს.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ვულინს მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც სერბეთის სახელმწიფო მდივანი ახალი კორონავირუსის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვულინი კვირის დასაწყისში რუსეთში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კორონავირუსი სერბეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლებსაც დაუდასტურდათ, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს კორონავირუსი არ აქვს.
სერბეთში „კოვიდ-19“-ის 13 565 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 265 ადამიანი გარდაიცვალა.