სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად მთავარი კრიტერიუმი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ომია
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ამიერიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად მთავარი კრიტერიუმი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ომია.
„იმედი მაქვს, მოლდოვას არ მოუწია ომში ჩართვის პირობის დადება და ევროპელმა ლიდერებმა მისთვის კანდიდატის სტატუსი ომში ჩართვის ვალდებულების გარეშე დაამტკიცეს“, – განაცხადა ალექსანდრ ვულინმა.
მისივე თქმით, უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მფლობელი გახდა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არ ასრულებდა იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვასაც ბალკანეთის სახელმწიფოებს სთხოვენ. ვულინის თქმით, „კიევმა გამოტოვა ზეწოლა, შანტაჟი და ბიუროკრატია, რომელიც ათწლეულები გრძელდება“.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თუ მთავარი კრიტერიუმი ომია, მაშინ სერბეთს მოლპარაკებების დაწყება 1999 წელს შეეძლო.
„თუმცა, როგორც ჩანს, ეს წესები არ ვრცელდება იმათზე, ვისაც ნატო ბომბავს. ევროკავშირში ყველაზე სწრაფად შესასვლელად აუცილებელია რუსეთთან ბროლაში ჩართვა“, – განაცხადა სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.