სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩვენი ფიქრები ახლა შოვში დაღუპულთა ოჯახებთან და მეგობრებთანაა
სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვა.
„ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მეგობარი საქართველოს ხალხის მიმართ შოვის ტრაგიკულ მეწყერთან დაკავშირებით, რომელმაც სიცოცხლეები იმსხვერპლა. ჩვენი ფიქრები ახლა მსხვერპლთა ოჯახებთან და მეგობრებთანაა. დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და წარმატებებს სამაშველო ჯგუფებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.