სერბეთში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
სერბეთში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, დაღუპულთა შორის 5 ადამიანის ამოცნობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მედიის ცნობით, დაშავებულია 3 ადამიანი.

„როგორც სერბეთის პრეზიდენტი მოვითხოვ, დაისაჯოს ყველა, ვინც ამაზე პასუხისმგებელია“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ სერბეთში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა და მოსაცდელში მსხდომ ადამიანებს დაეცა. სერბეთის ხელისუფლებამ 2 ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.