სერბეთის ქალაქ ნოვი პაზარში 63 წლის მუსლიმი იმამი ცემით მოკლეს
სერბეთის ქალაქ ნოვი პაზარში 63 წლის მუსლიმი იმამი ცემით მოკლეს

სერბეთის ქალაქ ნოვი პაზარში 63 წლის მუსლიმი იმამი ცემით მოკლეს.

სერბეთის ისლამური კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმ სასულიერო პირს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც საღამოს ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან სახლში ბრუნდებოდა.

თავდამსხმელების იდენტიფიცირებისა და მკვლელობის გამოძიებისთვის სამართალდამცველები უკვე მუშაობენ.

ქალაქი საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ იმამს დაზიანებები სახის, თავის, ხელების და მუხლების არეში აღენიშნებოდა. ქალაქ ნოვი პაზარში მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია.