სერბეთის პრეზიდენტმა ქვეყნის არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა
სერბეთის პრეზიდენტმა ქვეყნის არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ Tanjug-ი პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პირველი პირის გადაწყვეტილების მიზეზი კოსოვოს სპეცრაზმის მოქმედებაა. სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავთ ასევე ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სპეციალური ქვედანაყოფი.
რამდენიმე საათით ადრე, კოსოვოს სპეცრაზმის 60-მდე წარმომადგენელმა „გაზივოდის“ წყალსაცავთან პოზიციები დაიკავა. აღნიშნული წყალსაცავი ოფიციალური ბელგრადის კონტროლს ექვემდებარება.