სერბეთის პრეზიდენტმა 1999 წელს ნატო-ს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა დაგმო
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა 1999 წელს ნატო-ს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა დაგმო. სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-სთვის იუგოსლავიის დაბომბვის უფლება არავის მიუცია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თვითნებურად მოქმედებდა.
„ოცდაოთხი წლის წინ თქვენ არა მარტო დაანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, არამედ დახოცეთ ჩვენი 79 შვილი და 2 500 ჩვენი მოქალაქე. ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანი, ჯარისკაცები და პოლიციელები. ვინ ხართ და რატომ ექცევით ამგვარად ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებს? ვისი ტერიტორია, ვისი ქვეყანაა ეს? საიდან გაქვთ, ვინ მოგცათ უფლება ჩვენი თავდაცვის ძალების დევნის? როგორ ფიქრობთ, ეს ჩვენთვის გაკვეთილია? გარკვევით გეუბნებით: არა. ძალით ცდილობდით ჩვენი ნების გატეხვას, მაგრამ სერბები არასოდეს დანებდებიან“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, 78-დღიანი დაბომბვები გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაიწყო, რის შედეგადაც დაიღუპა ათასობით პოლიციელი, ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, სერბეთის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას კი უზარმაზარი მატერიალური ზიანი მიადგა.
„როიტერი“ წერს, რომ ნატო-ს სამიზნეებს შორის იყო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღებიც კი. გამოყენებული იარაღი მოიცავდა რაკეტებს, რომლებიც შეიცავდა გაღარიბებულ ურანს, და კასეტურ ბომბებს.
დასავლური მედიის ცნობით, ნატო-ს მიერ ჩამოგდებული 15 ტონა გაღარიბებული ურანის რაკეტები პირდაპირ არის დაკავშირებული სერბეთში კიბოს შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე.