ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომის, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და მედიის თავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები სერბეთში უკვე მე-13 კვირაა იმართება.
დემონსტრანტებს მხარს უჭერს უმსხვილესი ოპოზიციური ბლოკი „ალიანსი სერბეთისთვის“, რომელიც 30-მდე პარტიასა და მოძრაობას აერთიანებს.
გასული წლის დეკემბერში სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ დემონსტრანტების წინაშე დათმობაზე არ წავა, ქუჩაში ხუთი მილიონი ადამიანიც რომ გამოვიდეს. აღნიშნული განცხადების გამო აქციის მონაწილეებს ეკავათ ბანერები წარწერით „ერთ-ერთი ხუთი მილიონიდან“.