სერბეთის პრეზიდენტი - ევროკავშირში არ გაგვაწევრიანებენ, თუ კოსოვოსთან საზღვრის საკითხი არ მოგვარდება
სერბეთის პრეზიდენტი - ევროკავშირში არ გაგვაწევრიანებენ, თუ კოსოვოსთან საზღვრის საკითხი არ მოგვარდება

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, სერბეთს ევროკავშირში გაწევრიანების უფლებას არ მისცემენ, თუ კოსოვოსთან საზღვრის საკითხი არ გადაწყდება. როგორც ალექსანდრ ვუჩიჩმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, ის კოსოვოსთან ამ საკითხზე შეთანხმების ხელმოწერას არ გამორიცხავს.

„სერბეთს არ მისცემენ უფლებას ევროკავშირში გაწევრიანდეს თუ კოსოვოსთან საზღვრის საკითხი არ იქნება მოგვარებული. როგორ გადაწყდება ეს საკითხი – ეს სხვა თემაა. მეორე კითხვაა – საერთოდ გვინდა ამ საკითხის მოგვარება? ხალხმა რეფერენდუმზე უნდა თქვას, რას ფიქრობს ამ თემაზე“, – განაცხადა ვუჩიჩმა.


მისივე თქმით, ორ ან სამ თვეში ღიად გაახმოვანებს საკუთარ პოზიციას ამ საკითხზე და თუ ხალხი მას მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება „მისი პოლიტიკის მარცხი“.


სერბეთის მთავრობამ კოსოვოს საკითხზე საზოგადოებრვი დისკუსიის დაწყების შესახებ შარშან ივლისში განაცხადა. როგორც ცნობილია, კოსოვოს პრობლემის შესახებ საბოლოო წინადადებების წარდგენას სერბეთის პრეზიდენტი მარტში გეგმავს.