სერბეთის პრეზიდენტი - აზერბაიჯანს სომხეთზე ათჯერ მეტი შეიარაღება მივყიდეთ
სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, სერბეთმა ბოლო წლებში აზერბაიჯანს სომხეთზე ათჯერ მეტი შეიარაღება მიჰყიდა.
„აზერბაიჯანიც და სომხეთიც ჩვენი მეგობრები არიან. ბოლო წლებში აზერბაიჯანს ათჯერ მეტი იარაღი მივყიდეთ. სამხედრო მრეწველობაში დასაქმებულია 17 ათასი ადამიანი, რომელთაც სამუშაო ადგილები უნდა შეინარჩუნონ. ისმის კითხვა, მაშინ ვის უნდა მივყიდოთ შეიარაღება? ვისაც არ უნდა მივყიდოთ, ჩვენ მიანც გაგვაკრიტიკებენ“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდნეტმა.
შეგახსნებთ, მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ სერბეთმა ივლისის დასაწყისში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს, შეირაღება მიაწოდა სომხეთს, რასაც ბაქოში არამეგობრული ნაბიჯი უწოდეს.