სერბეთის პრეზიდენტი - აღარ იქნება არავითარი „ქარიშხალი“ სერბების წინააღმდეგ, იმის გამო, რომ ისინი სერბები არიან
ოფიციალური ბელგრადი და ბანია-ლუკა არ დაუშვებენ ახალ სამხედრო მოქმედებებს სერბების წინააღმდეგ, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ხორვატიული არმიის მიერ 1995 წელს ჩატარებული სამხედრო ოპერაცია „ქარიშხლიდან“ 23-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აღარ იქნება არავითარი „ქარიშხალი“ სერბების წინააღმდეგ, იმის გამო, რომ ისინი ისინი სერბები არიან. ეს არის ჩემი გზავნილი სერბებისა და ყველა დანარჩენისთვის“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
ღონისძიებას ბოსნია და ჰერცეგოვინაში შემავალი პოლიტიკური ერთეულის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი მილორად დოდიკიც ესწრებოდა.