სერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა დააკავა
სერბეთის პოლიციამ დააკავა სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა. მანამდ, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თავდასხმისას მოზარდმა, სავარაუდოდ, მამის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
დილით ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად მოკლულია რვა მოსწავლე და დაცვის ერთი თანამშრომელი. ეჭვმიტანილი ამავე სკოლის მოსწავლე, 14 წლის ბიჭია. ის სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. პოლიციის ცნობით, მოზარდი თავდასხმას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გეგმავდა და სამიზნეების სია ჰქონდა.
პოლიციის ცნობით, ორი ცეცხლსასროლი იარაღი ოფიციალურად იყო რეგისტრირებული. შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრატისლავ გაშიჩის ცნობით, ბიჭმა მოახერხა ორი იარაღისა და სამი მჭიდის ხელში ჩაგდება, რომელთაგან თითოეული 15 ტყვიით იყო სავსე. მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილის მამის წინააღმდეგ გატარდება სამართლებრივი ზომები.
ბელგრადის სკოლაში სროლისას ასევე დაშავდა ექვსი მოსწავლე და მასწავლებელი.
თავდასხმასთან დაკავშირებით სერბეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.