სერბეთის პოლიციამ ოპოზიციის საპროტესტო აქციის 38 მონაწილე დააკავა [ვიდეო]
სერბეთის პოლიციის განცხადებით, ბელგრადში ოპოზიციის აქციები შეტაკებით დასრულდა, რის შედეგადაც დაკავებულია 38 ადამიანი.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და საჯარო შეხვედრებზე ძალადობრივ ქცევაშია ეჭვმიტანილი.
გავრცელებული ცნობით, ორ პოლიციელს მძიმე დაზიანებები აღენიშნება, მათგან ერთს ოპერაცია დღეს ჩაუტარდება.
ბელგრადში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს.