სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდება
სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც სერბეთში ვირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 200-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, სპორტულ დარბაზებში, ღამის კლუბებსა და სხვა დახურულ სივრცეებში.
სერბეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 14 288 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 274 ადამიანი.