სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი აირჩია
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი აირჩია.
ზაგრებისა და ლიუბლიანის მიტროპოლიტი, 59 წლის პორფირიე პერიჩი გახდება სერბეთის 46-ე პატრიარქი. მისი წინამორბედი პატრიარქი ირინეოსი 90 წლის ასაკში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული გართულებების გამო გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
წმინდა სინოდის განცხადებაში პორფირიე მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სასულიერო პირი და ინტელექტუალი, რომელიც პირად მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობას ინარჩუნებს სხვა ეკლესიებისა და რელგიური თემების წარმომადგენლებთან.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია უახლოეს დღეებში იგეგმება.