ჩრდილოეთ სერბეთში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
ჩრდილოეთ სერბეთში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ სერბეთში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ასევე, მაშველებმა შეძლეს, კონტაქტზე გასულიყვნენ ორ ადამიანთან, რომლებიც კვლავ ნანგრევების ქვეშ არიან.