სერბეთის ცენტრალურ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია
სერბეთის ცენტრალურ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია

სერბეთის ცენტრალურ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია რამდენიმე ხიდი. სტიქიის გამო შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

ქალაქ კრალევოში წყალდიდობის გამო ათობით ოჯახი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. ქალაქ დრაგაჩევოში დატბორილია სკოლის შენობა.

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე უამინდობა რამდენიმე კვირაა გრძელდება. ბოსნიაში მაისში ბავშვი ადიდებულ მდინარეში ჩავარდა და ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.