საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს თბილისში მსოფლიოს თასის ორი შესარჩევი შეხვედრა ელოდება. ერთ-ერთ მატჩში, 29 ივნისს ილიას ზუროსის გუნდი სერბეთს უმასპინძლებს.
ჩვენმა მეტოქემ უკვე დაასახელა 25-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც NBA-ის სამი კალათბურთელიც მოხვდა: მილოშ ტეოდოშიჩი, ბობან მარიანოვიჩი და ნემანია ბიელიცა.
სერბების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია: მილოშ ტეოდოშიჩი (“კლიპერსი“, NBA), ნემანია ბიელიცა (“მინესოტა”, NBA), ბობან მარიანოვიჩი (“კლიპერსი“, NBA), ალეკსა ავრამოვიჩი (“ვარეზე”, იტალია), მარკო გუდურიჩი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), სტევან იელოვაცი (“ნიჟნი ნოვგოროდი”, რუსეთი), სტეფან იოვიჩი (“ბაიერნი”, გერმანია), ნიკოლა კალინიჩი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), ვლადიმირ ლუჩიჩი (“ბაიერნი”, გერმანია), ვასილიე მიჩიჩი (“ჟალგირისი“, ლიეტუვა), ნიკოლა მილუტინოვი (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი), ლუკა მიტროვიჩი (“ბამბერგი“, გერმანია), დრაგან მიროსავლიევიჩი (“უნიკახა“, ესპანეთი), დეიან მუსლი (“ბამბერგი“, გერმანია), ნემანია ნედოვიჩი (“უნიკახა“, ესპანეთი), სტეფან პენო (“ალბა”, გერმანია), მიროსლავ რადულიცა (“დრაგონსი“, ჩინეთი), მარკო შიმონოვიჩი (“ზენიტი”, რუსეთი), დეიან ტოდოროვიჩი (“ბილბაო”, ესპანეთი), დეიან დავიდოვაცი (“ცრვენა ზვეზდა”), ილია ჯოკოვიჩი (“ბორაცი“), ოგნიენ დობრიჩი (“ცრვენა ზვეზდა”), ჯორჯე გაგიჩი (“პარტიზანი”), ნიკოლა მისკოვიჩი (“მეგა ბიმაქსი“), ალეკსა რადანოვი (“ცრვენა ზვეზდა”).