სერბეთი რუსეთთან და ბელარუსთან ერთობლივ სამხედრო წვრთნას მართვას.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სწავლება სახელწოდებით „სლავური საძმო 2019“ დღეს დაიწყო და 27 ივნისამდე გაგრძელდება.
უწყების ცნობით, სამი ქვეყნის სადესანტო ძალები კონტრტერორისტული ამოცანების შესრულების მომზადებას გაივლიან.
სამხედრო სწავლებაში დაახლოებით 600 ჯარისკაცი მონაწილეობას, რომელთაგან 200 რუსეთის საჰაერო-სადესტანტო ძალების სამხედრო, ხოლო 300 სერბეთის შეიარაღებული ძალების წევრია. მანევრებში ჩართულია ავიაციაც.