თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიას 28-29 სექტემბერს ეწვევა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ერდოღანს სამხედრო პატივით დახვდებიან, მოგვიანებით კი, ბანკეტიც გაიმართება. თურქეთის პრეზიდენტი, ქვეყნის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრას სავარაუდოდ 29 სექტემბერს გამართავს. ეს პრეზიდენტის რანგში ერდოღანის პირველი ვიზიტია გერმანიაში.