სექსუალური ძალადობისა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ თელ-ავივში აქცია გაიმართა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ქალთა მოძრაობის წევრებს პლაკატებზე, მაისურებსა და სხეულის ნაწილებზე სხვადასხვა სლოგანები ეწერათ: „არა ნიშნავს არას!“, „სექსუალური ძალადობა სამთავრობო წრეებიდან იწყება“, „არ დავივიწყებთ, არ გაპატიებთ“.
დემონსტრაციაში 5000-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა. თელ-ავივში მსგავსი აქცია უკვე მეექვსე წელია იმართება. თელ-ავივში მიმდინარე ქალთა მანიფესტაციის პარალელურად, იმავე ლოზუნგით აქცია ქალაქ ხაიფაში გაიმართა.