სეპარატისტული პარტიები კატალონიის პარლამენტში უმრავლესობით ბრუნდებიან
სეპარატისტული პარტიები კატალონიის პარლამენტში უმრავლესობით ბრუნდებიან. კატალონიის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედით, საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მეტ მანდატს კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების ბლოკი მიიღებს.135 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 68 ადგილია საჭირო.
არჩევნების შედეგების თანახმად, სეპარატისტულ ძალებს ერთად 70 ადგილი ექნებათ. მათ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 47,5%-მა დაუჭირა მხარი. დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებიდან, 21 დეკემბრის არჩევნებში კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუიჩდემონის პარტია Together for Catalonia-ს აქვს უპირატესობა და ყველაზე მეტი 34 ადგილი. მას მოსდევს Republican Left of Catalonia ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ორიოლ ხუნკერასის მეთაურობით. მათ 32 ადგილი მიიღეს და Popular Unity Candidacy-ს ოთხი ადგილი ექნება.
21 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კატალონიის მოქალაქეთა პარტია Ciudadanos ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა გახდა და პარტია, რომელსაც ყველაზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. მემარჯვენე-ცენტრისტებმა ხმათა 43,4%-ი მიიღეს და 36 ადგილი პარლამენტში. პარტიის ლიდერი ინეს არიმადასია. ამომრჩეველთა აქტივობა რეკორდულად მაღალი იყო და 80 %-ს მიაღწია.