სენტ ლუისში სროლის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ინციდენტის შედეგად, დაჭრილი ექვსი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის ზუსტი მიზეზი და დამნაშავის მოტივი ჯერ უცნობია.
პარალელურად, პოლიცია ეძებს სამ პირს, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს, შედეგ კი მიმალვა სცადეს, რა დროსაც მათი ავტომობილი მატარებელს დაეჯახა.
ჯერ უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს ორი ინციდენტი ერთმანეთთან.