სენტ ლუისში სროლის შედეგად ოთხი პოლიციელი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ქალაქის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ გონება არ დაუკარგავთ. მათი ჭრილობები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, – ნათქვამია პოლიციის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ ინციდენტი არ ამოწურულა და სროლა კვლავ გრძელდება.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.