სენსაცია საქართველოს თასზე - მესამე ლიგის გუნდმა „გურიამ” თბილისის „შევარდენი 1906” დაამარცხა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა და მეორე ეტაპის კიდევ რამდენიმე მონაწილე გაირკვა.
სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ლანჩხუთში, სადაც მესამე ლიგის გუნდმა დაქვეითებულმა ”გურიამ” ლიგა 2-ის წარმომადგენელი, თბილისის ”შევარდენი 1906” 2:1 დაამარცხა.
წყალტუბოს ,,სამგურალი 2″ ”თბილისთან” 46-ე წუთზე 3:1-ს აგებდა, მაგრამ ძირითად დროში ფრეს მიაღწია და შემდეგ პენალტების სერიით მოიგო. ეს ჯერ ერთადერთი გუნდია, რომელმაც საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ეტაპზე გასვლის უფლება ძირითად დროში ვერ მოიპოვა.
პირველი ეტაპის მატჩები ხვალ დასრულდება. ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის საუკეთესო 16 გუნდი გათამაშებაში 1/16-ფინალიდან ჩაერთვება.
დღევანდელი მატჩები ასე დასრულდა:
ვარკეთილი – გორი 0 : 1
ზუგდიდი – თელავი 0 : 2
მეტა – ვოიაჟი 1 : 0
გურია – შევარდენი 1906 2 : 1
ზანა – მარკ სტარსი 1 : 5
სართი – გარდაბანი 0 : 1
35-ე სკოლა – თორი 1 : 4
ქოჯაელი – ცხუმი 2 : 0
გარეჯი – ჭიათურა 1 : 0
თბილისი – სამგურალი 2 3 : 3 (პენალტების სერიით 4:5)