სენსაცია ლევან ყენიას „დუდელანჟისგან“ - ლუქსემბურგის გუნდი ევროპალიგის ჯგუფშია [ვიდეო]
უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში რამდენიმე ქართველმა ითამაშა, მაგრამ ჯგუფში მხოლოდ ერთი მათგანის გუნდი გავიდა.
ჯიმი ტაბიძის „უფა“ გლაზგოს „რეინჯერს“ შეხვდა. რუსულმა გუნდმა გასვლაზე 0:1 წააგო და ამჯერად შოტლანდიელებს უმასპინძლა. 66-ე წუთისთვის სტუმრებს ორი ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ გლაზგოელებმა თავი კარგად დაიცვეს და ევროპალიგის ჯგუფში მაინც გავიდნენ. ტაბიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
არ უთამაშია ზაურ მახარაძეს. მისი გუნდი, ლუგანსკის „ზორია“ გასვლაზე გერმანულ „ლეიპციგთან“ 2:3 დამარცხა და ორი შეხვედრის ჯამში (პირველი 0:0 დასრულდა) ტურნირს გამოეთიშა. ქართველი მეკარე უკრაინული გუნდის სათადარიგოებში იყო.
ლევან ყენიას „დუდელანჟი“ დიდი სენსაციის ავტორი გახდა. 19-ათასიანი ქალაქის გუნდმა რუმინული „კლუჟი“ 2:0 დაამარცხა და გასვლაზეც უგებდა 3:0, საბოლოოდ, რუმინელებმა განმეორებითი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 3:2 წააგეს და ქართველი შემტევის გუნდი ევროპის ლიგაზე გავიდა. ყენია ერთადერთი ქართველია, რომლის გუნდიც ჯგუფში ითამაშებს. თუმცა, ის ამჯერად განაცხადში არ ყოფილა.
საშინაო 0:0-ის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“ ფრანგულ „ბორდოს“ ესტუმრა და 0:2 წააგო. ჩაკვეტაძემ ძირითადში შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაია კი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.