ლევან ყენია - ტრავმების გამო კარიერა დავასრულე და ძალების მოსინჯვა მწვრთნელობაში გადავწყვიტე #1TVSPORT
ლევან ყენია - ტრავმების გამო კარიერა დავასრულე და ძალების მოსინჯვა მწვრთნელობაში გადავწყვიტე #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ ლევან ყენია გერმანიიდან ჩაერთო – საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი ამჟამად გერმანიაში, გელზენკირხენში ცხოვრობს და „ლუდინგენის“ ერთ-ერთი მწვრთნელია.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აღარ მითამაშია და სამწვრთნელო საქმიანობა დავიწყე. გერმანიის მე-4 ლიგის გუნდ „იურდინგენში“ ზაფხულიდან ვმუშაობ და გამოცდილებას ვიღებ. ფეხბურთში გავიზარდე, ამით ვცხოვრობ, სხვა საქმიანობაში თავი ვერც წარმომიდგენია და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყებ ყველაფერს თავიდან“, – განაცხადა ლევან ყენიამ.

მან კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა, თამაშობდა ბუნდესლიგის „შალკე 04-ში“, რომელსაც ოფიციალურად 2008 წლის 4 იანვარს შეუერთდა, ხოლო 2012 წლის ზაფხულში დატოვა. 2013 წლამდე ირიცხებოდა ლვოვის „კარპატის“ შემადგენლობაში, 2013 წლის ივლისიდან დიუსელდორფის „ფორტუნას“ ღირსებას იცავდა. 2014 წლის ოქტომბრიდან 2017 წლამდე პრაღის „სლავიაში“ გამოდიოდა. ლევან ყენიამ ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

კარიერა რატომ არ გააგრძელა? მან ამ თემაზეც ილაპარაკა:

„იყო ტრავმები, კორონა და მწვრთნელობაში ვამჯობინე ძალების მოსინჯვა. ბოლო 4-5 წელია ტრავმა ძალიან მაწუხებს. ფეხბურთის გარეშე კი ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია“.