ნაკრებს წნეხის ქვეშ მოგება უჭირს, მწვრთნელს ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრი აქვს სამუშაო - ლევან ყენია გუნდის პრობლემაზე ალაპარაკდა #1TVSPORT
ნაკრებს წნეხის ქვეშ მოგება უჭირს, მწვრთნელს ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრი აქვს სამუშაო - ლევან ყენია გუნდის პრობლემაზე ალაპარაკდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ ლევან ყენიამ საქართველოს ნაკრებზე ილაპარაკა. ვეტერანმა „ჯვაროსანმა“ ნაკრების პრობლემა საინტერესოდ ახსნა:

„ნაკრებში თამაში რთულია, ათმაგი პასუხისმგებლობაა და დიდი წნეხის ქვეშ თამაშობ. გადამწყვეტი თამაშის მოგება გვიჭირს, როცა წნეხის ქვეშ ვართ, როდესაც ახალი დაწყებულია ციკლი და როდესაც მნიშვნელოვანი მატჩია. როგორც კი წნეხი მოხსნილია და სატურნირო მდგომარეობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დაკვირვებული ვარ, სულ კარგად ვთამაშობთ.

ეს ფსიქოლოგიური მომენტია, არ ვართ წნეხის ქვეშ თამაშს მიჩვეული, ჩემპიონატი ისეთი დაძაბული არაა, ჩვენი კლუბები წამყვან ევროპულ ლიგებში და ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობენ.

პერსპექტივა და ნიჭიერი მოთამაშეები საქართველოში სულ არის. მთავარია, როგორ განვვითარდებით. მწვრთნელს ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრი აქვს სამუშაო“.

დატოვე კომენტარი