ქართველების გუნდები ევროპის ლიგას დაემშვიდობნენ #1TVSPORT
ქართველების გუნდები ევროპის ლიგას დაემშვიდობნენ #1TVSPORT

გრაცის „შტურმმა“ ევროპის ლიგის ბოლო ტურში „ბ“ ჯგუფის შეხვედრა ვერ მოიგო და ამით ოთარ კიტეიშვილის გუნდისთვის ევროსეზონი დასრულდა.

„შტურმს“ ბოლო ტურამდე 1 ქულა ჰქონდა მოპოვებული და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც არ გააჩნდა. ამდენად, ავსტრიელებისთვის შეხვედრას მხოლოდ პრესტიჟის და ფინანსური კუთხით ჰქონდა მნიშვნელობა.

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის გრაცის გუნდმა 3,63 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ამ მატჩის მოგებით დამატებით 630 ათასი ევრო დაერიცხებოდა. მაგრამ შეხვედრა 1:1 დასრულდა და გუნდის ბიუჯეტი მხოლოდ 210 ათასი ევროთი გაიზარდა.

ოთარ კიტეიშვილი ორი თვეა „პსვ ეიდჰოვენთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ აღარ თამაშობს და გუნდს ვერც ამჯერად დაეხმარა. ჯგუფში პირველ ადგილზე „მონაკო“ 12 ქულით გავიდა, ხოლო „რეალ სოსიედადი“ 9 ქულით მეორეა და პელი ოფში ითამაშებს. „შტურმი“ 2 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა

„გ“ ჯგუფში სენსაციური შედეგით დასრულდა „ფერენცვაროშისა“ და „ლევერკუზენის“ მატჩი – უნგრეთის ჩემპიონმა 1:0 მოიგო – შემდეგ ეტაპზე „ლევერკუზენი“ (13) და „ბეტისი“ (10) ითამაშებენ, ხოლო „ფერენცვაროში“ 3 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა. სამწუხაროდ, უნგრეთის ჩემპიონის შემადგენლობაში ლაშა დვალს ამჯერადაც არ უთამაშია.

„ე“ ჯგუფში კონსტანტინე მარადიშვილმა 56 წუთი ითამაშა „მარსელის“ წინააღმდეგ – მისი გუნდი, მოსკოვის „ლოკომოტივი“ საფრანგეთში გასვლით მატჩში 0:1 დამარცხდა და ჯგუფური ეტაპი 2 ქულით დაასრულა.