ხოჭოლავამ „კოპენჰაგენს“ უკაპიტნა - ქართველების დაპირისპირება დანიელებმა მოიგეს #1TVSPORT
ხოჭოლავამ „კოპენჰაგენს“ უკაპიტნა - ქართველების დაპირისპირება დანიელებმა მოიგეს #1TVSPORT

დათა ხოჭოლავამ დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენს“ უკაპიტნა კონფერენცლიგის „ფ“ ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში, სადაც ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ. „კოპენჰაგენმა“ გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას ბრატისლავისსლოვანს“ უმასპინძლა.

ასეთი დონისa და ტრადიციების კლუბში ქართველი კაპიტანი ბევრი არ გვყოლია – კახა კალაძემ „მილანი“ გაიყვანა სამკლაურით, ლევან კობიაშვილმა – „შალკე“ და „ჰერტა“, ალექსანდრე იაშვილმა „ფრაიბურგი“, ხოლო გიორგი ნემსაძე „დანდის“ კაპიტნობდა.

სლოვანს“, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ავარჯიშებს, პლეიოფში გასასვლელად მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, ხოლო დანიის ჩემპიონმა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

ხოჭოლავამ და ჯაბა კანკავამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, ხოლო კაშია ბრატისლაველებს კორონავირუსის გამო ვერ დაეხმარა. შეხვედრა სლოვაკებისთვის წარუმატებლად დაიწყო. 30-ე წუთზე „კოპენჰაგენი“ იონას ვინდმა დააწინაურა, ხოლო 53-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა რასმუს ჰოილუნმა ორამდე გაზარდა და საბოლოოდ, „კოპენჰაგენმა“ 2:0 მოიგო.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში სალონიკის პაოკ-მა გიბრალტარის „ლინკოლნი“ 2:0 დაამარცხა. საბოლოოდ, ჯგუფური ეტაპი „კოპენჰაგენმა“ 15 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, პაოკ-ი 11 ქულით მეორეზე გავიდა, ხოლო „სლოვანი“ 8 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა.

კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე ასევ გავიდა გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“, რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ამავე „ბ“ ჯგუფში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ მესამე პოზიცია დაიკავა და ტურნირს დაემშვიდობა.