ლევან ყენია „უერდინგენის“ დროებითი მწვრთნელია - მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა #1TVSPORT
ლევან ყენია „უერდინგენის“ დროებითი მწვრთნელია - მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა #1TVSPORT

ლევან ყენია „უერდინგენის“ დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდა და წარმატებული სამწვრთნელო დებიუტი ჰქონდა – 33 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდმა სტუმრად „ველბერტი“ 2:1 დაამარცხა. მისი გუნდი ობერლიგის (გერმანიის მეხუთე დივიზიონი) ცხრილში მესამე ადგილზეა.

2024 წლის წარუმატებლად დაწყების შემდეგ „უერდინგენის“ დირექტორთა საბჭომ მთავარი მწვრთნელი მარკუს ჯონი და მისი ასისტენტი საიდ ესახელი გაათავისუფლა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით ლევან ყენია დაინიშნა – ის ერთი კვირაა, რაც გუნდს ხელმძღვანელობს.

„ეს ჩემი პირველი თამაში იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. თამამად და აგრესიულად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით და თავიდანვე მოვახერხეთ ორი გოლის გატანა. შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ სამი ქულის მოპოვება შევძელით და ეს ყველაზე მთავარია.

მოკლე დროში ბევრი რამ ვერ შევცვალეთ. გვინდოდა, უფრო აგრესიულები ვყოფილიყავით და დამაჯერებლად გვეთამაშა. პირველ რიგში, პატივისცემას იმსახურებენ ფეხბურთელები, რომლებმაც მოკლე დროში მობილიზება შეძლეს და თამაში მოიგეს.

ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების მხრიდან „უერდინგენის“ მიმართ მოთხოვნები ყოველთვის მაღალია. ფეხბურთელებმა იციან, რომ ყველა შეხვედრაში მათგან მოგებს ითხოვენ. ყველაფერს გავაკეთებეთ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ“, – განაცხადა ლევან ყენიამ RevierSport-თან ინტერვიუში.