ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-5 ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გათამაშების ლიდერი ”საბურთალო” აუტსაიდერ თბილისის ”ლოკომოტივთან” დამარცხდა.
ვატო არველაძემ 57-ე წუთზე მცველები და მეკარე ეფექტურად ჩამოიშორა და ზუსტად დაარტყა. 71-ე წუთზე, მამია გავაშელიშვილმა სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 0:2.
”საბურთალომ” სხვაობა 90+4 წუთზე შეამცირა, თუმცა მესამე გოლიც ”ლოკომოტივის” ფეხბურთელის ანგარიშზეა: ბურთი საკუთარ კარში რომან ჭანტურიამ ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – “საბურთალო” 1:2 დამარცხდა.