სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეები ლიდერთა შორის არიან
იტალიაში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა (65+) მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ჭადრაკის დედოფალმა მონღოლი პურევდორჟ ბიჯინლჰამი დაამარცხა, თამარ ხმიადაშვილმა კი რუს ნატალია ტიტორენკოსთან პარტია ყაიმით დაასრულა.
მსოფლიო პირველობაზე წარმატებით თამაშობს ციალა ქასოშვილი, მან 50 წელს გადაცილებულ მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე ახალი ზელანდიელ ელენა მილიგანს სძლია.
ციალა ქასოშვილს 3 მოგება და 1 წაგება აქვს.
სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილი, თამარ ხმიადაშვილი და ციალა ქასოშვილი ლიდერთა შორის არიან.