წარსულში სენეგალის ნაკრების ნახევარმცველი პაპა ბუბა დიოპი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც გაზეთი „მირორი“ წერს, ლეგენდარული ფეხბურთელი დიდი ხანი ავადმყოფობდა.
საკლუბო დონეზე დიოპი თამაშობდა „ლანსში“, „ფულჰემში“, „პორტსმუტში“ და სხვა კლუბებში. ნახევარმცველმა სენეგალის ნაკრებში 63 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მან სახელი გაითქვა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე, სადაც სამი გოლი გაიტანა, მათ შორის, მოქმედი ჩემპიონის საფრანგეთის ნაკრების კარში. სენეგალი მაშინ მეოთხედფინალამდე მივიდა.
გარდა ამისა, დიოპს ოთხჯერ უთამაშია აფრიკის ერთა თასზე.