ჯასტინ კლუივერტი „რომადან“ „ფულჰემში“ გადავა #1TVSPORT
ჯასტინ კლუივერტი „რომადან“ „ფულჰემში“ გადავა #1TVSPORT

„რომას“ გარემარბი ჯასტინ კლუივერტი ახლოს არის დედაქალაქური კლუბიდან წასვლასთან. რომაელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ პირებს ახალ სეზონში ნიდერლანდელზე აქცენტის გაკეთებას.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელი „ფულჰემს“ აინტერესებს. მოლაპარაკებები ინგლისურ კლუბთან დასკვნით სტადიაშია. წყაროს ცნობით, კლუივერტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს. გარიგების თანხა 10 მილიონ ევროს გაუტოლდება.

გასულ სეზონში კლუივერტი იჯარით „ნიცაში“ თამაშობდა, რომლის რიგებშიც 31 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.