„ლივერპულმა“ „ფულჰემიდან“ პორტუგალიელი ნახევარმცველი შეიძინა #1TVSPORT

21:32, 09.04.2022

„ლივერპულმა“ ჩემპიონშიფში მოთამაშე „ფულჰემთან“ პორტუგალიელი ნახევარმცველის ფაბიო კარვალიოს ტრანსფერი შეათანხმა, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

19 წლის ფეხბურთელმა „ფულჰემის“ ნებართვით უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება თავისი მომავალი კლუბისთვის.

„ლივერპული“ ნახევარმცველის ტრანსფერისთვის ხუთ მილიონ ევროს გადაიხდის. პორტუგალიელი მერსისაიდულ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. იურგენ კლოპის გუნდი არ აპირებს კარვალიოს „ფულჰემში“ იჯარით დატოვებას. ოფიციალურად გარიგების შესახებ მაისში გამოცხადდება.

2021-22 წლების სეზონში კარვალიომ „ფულჰემში“ 31 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი