პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიმ“ მე-700 მატჩში „ფულჰემი“ დაამარცხა
პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიმ“ მე-700 მატჩში „ფულჰემი“ დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ფულჰემი“ დაამარცხა – 2:0.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. მეხუთე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა კევინ დე ბრუინის პასით გამოიჩინა თავი. ინგლისის ნაკრების შემტევმა შეწყვიტა ექვსმატჩიანი უგოლო სერია.

26-ე წუთზე კი დე ბრუინმა პენალტი გამოიყენა. 11-მეტრიანი სტერლინგზე უხეშობის გამო დაინიშნა.

ეს იყო „სიტის“ დამრიგებლისთვის პეპ გვარდიოლასთვის მე-700 მატჩი მწვრთნელის რანგში. გარდა ამისა, დე ბრუინის გოლი მე-400 იყო „სიტისთვის“ გვარდიოლას ხელმძღვანელობით. ამ შედეგისთვის ესპანელ სპეციალისტს 162 მატჩი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერულმა კლუბმა ზედიზედ მეათედ დაამარცხა „ფულჰემი“.

ამ მოგებით „სიტიმ“ 18 ქულა დააგროვა და ტოპ-ოთხეულში დაბრუნდა.