„ფულჰემის“ ფორვარდს, ალექსანდრ მიტროვიჩს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT
„ფულჰემის“ ფორვარდს, ალექსანდრ მიტროვიჩს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT

„ფულჰემის“ სერბმა ფორვარდმა, ალექსანდრ მიტროვიჩმა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიიღოს, – ამის შესახებ წერს გაზეთი The Times-ი.

მიტროვიჩი შეიძლება დასაჯონ იმ ინციდენტის გამო, რომელიც ინგლისის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში მოხდა, როცა ფორვარდმა მთავარ არბიტრს ხელი უბიძგა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას (FA) მიაჩნია, რომ ასეთი სიტუაციებისთვის დადგენილი სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია არასაკმარისია. მსაჯთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მიტროვიჩის ათი ან მეტი მატჩით დასჯა მოითხოვა.

სერბმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.