სენატორი ბობ კეისი - 2022 წლის ფისკალური ბიუჯეტით 132 მილიონია უკვე გამოყოფილი საქართველოსთვის, ეს არის ნამდვილად არსებითი დახმარება
ჩვენ სენატორები ვერ ვიტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნატო, ვერ ჩავანაცვლებთ მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ რაც შეეხება ამ რამდენიმე კვირას, როდესაც უკრაინის საშინელი დაპყრობა მიმდინარეობს სასტიკი ტირანის მიერ, რომელიც არანაირ პატივს არ სცემს ადამიანების სიცოცხლეს, ეს გვიჩვენებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა უკუვაგდოთ ასეთი სისასტიკე და ასეთი თავდასხმები, – ამის შესახებ სენატორმა ბობ კეისმა განაცხადა.
სენატორმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, იმ ფონზე როდესაც მადრიდის ნატო-ს სამიტი მოდის, რამდენად მნიშვნელოვანი, სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა მაქსიმალურად დაარწმუნოს ალიანსი, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებიც, რომ აუცილებელია, საქართველოს მიმართ აქტიური შედეგის მომცემი ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების მიღება.
როგორც სენატორმა აღნიშნა, ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ მხარს უჭერს საქართველოს.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და 2022 წლის ფისკალური ბიუჯეტით 132 მილიონია უკვე გამოყოფილი, ეს არის ნამდვილად არსებითი დახმარება, რაც გრძელდება ბევრი წელია და ასევე არის ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების ძალისხმევა, ასევე ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც 2027 წლამდე გაგრძელდება, ეს ჯამში შეადგენს 95 მილიონ დოლარს. ამის მიზანია, რომ გაიზარდოს ტერიტორიული თავდაცვა, ასევე საქართველოს ურთიერთავსებადობა ნატო-ს ძალებთან. რა თქმა უნდა, მეტი შეიძლება ამაზე ითქვას, მაგრამ რაც შეეხება ნატო-სთან დაკავშირებით შეკითხვას, ჩვენ, სენატორები აქ ვერ დავსხდებით და ვერ ვიტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნატო, ვერ ჩავანაცვლებთ მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ რაც შეეხება ამ რამდენიმე კვირას, როდესაც ეს საშინელი დაპყრობა მიმდინარეობს უკრაინის სასტიკი ტირანის მიერ, რომელიც არანაირ პატივს არ სცემს ადამიანების სიცოცხლეს უბრალოდ ჩვენ ეს გვიჩვენებს იმას თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა უკუვაგდოთ ასეთი სისასტიკე და ასეთი თავდასხმები“, – განაცხადა სენატორმა.
ამასთან, სენატორმა კრის კუსნმა ქართველებს მადლობა გადაუხადა ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას სენატორ კეისის და მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველებს, რათა ამ ორი ათწლეულის განმავლობაში ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ჩვენ გვერდით იდგნენ და ასევე თავი გაწირეს. კიდევ გვინდა, განვაგრძოთ პარტნიორობა წვრთნების, ასევე აღჭურვილობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, იგულისხმება საერთო ფასეულობების თანახმად მუშაობა. გვინდა, წინ წავიდეთ, რომელიც ეხება მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფალი მედია. რატომ ვართ აქ, ჩვენ ვიღებთ თქვენგან შეკითხვებს, რადგან ჩვენ ვართ არჩეული ოფიციალური პირები ჩვენს ქვეყანაში და ვაფასებთ მასმედიას, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური ზეწოლის მხრივ და როგორ შეიძლება მხარდაჭერა საქართველოსი. ჩვენ განვაგრძობთ ერთად სვლას წინ და რა თქმა უნდა, ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, ასევე ვუზრუნველყოფთ მხარდაჭერასა და დახმარებას უსაფრთხოების, კეთილდღეობის, სამომავლოდ მხარდაჭერისა და განვითარების კუთხით.
ამასთან, სენატორმა გარი პეტერსმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა კიბერუსაფრთხოების საკითხზე, რადგან კიბერსაფრთხე ზეგავლენას ახდენს ყველა ქვეყანაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„მე გახლავართ თავმჯდომარე უსაფრთხოების კომიტეტის და ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რაც მაგალითად გულისხმობს კიბერუსაფრთოხების გაძლიერებას და კიბერშეტევების შეჩერებას, რადგან ვიცით, რომ ასეთი შეტევები ამერიკის მიმართ რეგულარულად ხორციელდება, ასევე საქართველოს მიმართაც. ჩვენ გვინდა, რომ გავმართოთ საუბრები, როგორ შეიძლება, ვიმუშაოთ ერთად, რადგანაც კიბერსაფრთხე ეხება და ზეგავლენას ახდენს ყველა ქვეყანაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვისაც უნდა, ხელყონ ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია, როგორ შეიძლება, ვუზრუნველვყოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატია, სწორედ ამ მიმართულებით გვინდა, განვაგრძოთ თანამშრომლობა“, – განცხადა გარი პეტერსმა.