სენატორი ტედ კრუზი დემონსტრანტებს მოუწოდებს, კონგრესის შენობის შტურმი შეაჩერონ
რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი დემონსტრანტებს მოუწოდებს, კონგრესის შენობის შტურმი შეაჩერონ. ამის შესახებ კრუზი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს.
„კონსტიტუცია იცავს მშვიდობიან პროტესტს, მაგრამ ძალადობა მემარცხენეებისგან თუ მემარჯვენეებისგან ყოველთვის არასწორია. ისინი, ვინც ძალადობაში არიან ჩართული, აზიანებენ იმ მიზეზს, რომელსაც მხარს უჭერენ”, – წერს ტედ კრუზი.
შეგახსენებთ, რომ ტედ კრუზი ერთ-ერთია იმ სენატორებს შორის, ვინც დღეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებდა.