სენატორი მარკო რუბიო - ერაყის ახალი მთავრობა ირანის გამარჯვებას ნიშნავს
ერაყის ახალი მთავრობა ირანის გამარჯვებას ნიშნავს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, მარკო რუბიომ განაცხადა. აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა აღნიშნა, რომ ერაყის მთავრობის ხელმძღვანელისა და პრეზიდენტის არჩევის შეთანხმება პირადად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა, ქასემ სოლეიმანიმ გააფორმა.
მარკო რუბიო არ დაეთანხმა გამოცემა Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ერაყის ხელისუფლების ფორმირება დადებით კონტექსტშია ნახსენები.
„სტატია არასწორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის არჩევა ირანსა და აშშ-ის შორის აშკარა გამარჯვებულს არ ავლენს“, – აღნიშნა რუბიომ.